ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
logo

OPEN ROLE

BIM სპეციალისტი

მდებარეობა

თბილსი

გამოცდილება

1-3

დასაქმების ტიპი

სრული განაკვეთი

ბოლო ვადა

31 აგვ. 2026

საპროექტო განყოფილება

განაცხადის გაგზავნა
Elite Infrastructure logo

ELITE INFRASTRUCTURE


MEP (Mechanical, Electrical, and Plumbing) ინჟინერია, რომელიც მუშაობს BIM/CAD გარემოში, თანამედროვე მშენებლობისა და ინჟინერიის „ტვინია“. BIM ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა კარიერული წინსვლისთვის, Elite Infrastructure LTD-ში, რომელიც ინფრასტრუქტურისა და მეცნიერების მიჯნაზე დგას.

ჩვენ ვეძებთ BIM/CAD სპეციალისტს, რომელიც მზად არის მონაწილეობა მიიღოს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის პროექტების და ინოვაციური დიზაინების შექმნაში.

ძირითადი ტექნიკური კომპეტენციები
  • ელექტროგაყვანილობა და ენერგეტიკა: შენობის ენერგომომარაგების, განათების, დამიწებისა და სუსტი დენების სისტემების დაპროექტება. მზის პანელების (Solar) სისტემების ინტეგრაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • HVAC სისტემები: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და ჰაერის ხარისხის კონტროლის თანამედროვე გადაწყვეტების ფლობა.
  • წყალმომარაგება და კანალიზაცია: შიდა და გარე ქსელების დაპროექტება, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (Sprinklers) ჩათვლით.
  • BIM & CAD: Autodesk Revit (MEP), AutoCAD. BIM მოდელირებისა და კოორდინაციის უნარი.
  • ავტომატიზაცია (Smart Systems): „ჭკვიანი სახლის“ ელემენტების, BMS (Building Management Systems) და დისტანციური მართვის სისტემების ინტეგრაციის გააზრება.
პასუხისმგებლობები:
  • საინჟინრო ნახაზების მომზადება, გადამოწმება და ტექნიკური დავალებების შედგენა.
  • სამშენებლო მოედანზე სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი (Supervision).
  • ხარჯთაღრიცხვის (BoQ) მომზადება და მასალების ოპტიმალური შერჩევა.
  • ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვა და სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა.
პიროვნული მოთხოვნები:
  • Engineering Mindset: საინჟინრო კვანძების გადაჭრისა და ოპტიმიზაციის უნარი.
  • მენეჯერული უნარები: გუნდთან და ქვეკონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია.
  • გამოცდილება: 1-3 წელი MEP მიმართულებით (სასურველია მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება).
რას გთავაზობთ?
  • სტაბილური საბაზრო ღირებულების ანაზღაურებას.
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
  • თანამედროვე აღჭურვილ სამშაო, კომფორტულ გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ პროფესიონალური რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე.