ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
logo

OPEN ROLE

ოფის-მენეჯერი

მდებარეობა

თბილისი

გამოცდილება

1-3

დასაქმების ტიპი

სრული განაკვეთი

ბოლო ვადა

31 აგვ. 2026

საპროექტო განყოფილება

განაცხადის გაგზავნა
Elite Infrastructure logo

ELITE INFRASTRUCTURE

კომპანია „ელიტ ინფრასტრუქტურა“ აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ოფისის გამართულ და ეფექტიან ყოველდღიურ მუშაობას.


ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ადმინისტრირება: სამუშაო გარემოს წესრიგის კონტროლი, საოფისე ნივთებისა და ტექნიკური მარაგების აღრიცხვა და შევსება.
  • დოკუმენაცია: შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა, ხელშეკრულებებისა და ოფიციალური წერილების მომზადება/არქივირება.
  • კომუნიკაცია: სატელეფონო ზარებზე პასუხი, ვიზიტორების მიღება და შეხვედრების ორგანიზება. მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება, კოორდინირება.
  • მხარდაჭერა: ხელმძღვანელობის მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
  • ლოჯისტიკა: კურიერებთან და სხვა მომსახურე პერსონალთან ურთიერთობის კოორდინაცია.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ჰუმანიტარულ სფეროში).
  • სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად).
  • ქართული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა.
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Cancas, PDF, Printer, Email, Google Meetings, Drive, Projects) მაღალ დონეზე ცოდნა. 
  • დროის მართვის, ორგანიზებულობისა და დავალებების პრიორიტეტულად დალაგების უნარი.


ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს თბილისში.
  • ტრენინგი, ორგანიზაციის მენეჯმენტის პროგრამებში.
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
  • მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო კოლექტივს.